თბილისის მერი, კახა კალაძე 30-31 მაისს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან.
"კახა კალაძე და ნიკუშორ დანი ხელს მოაწერენ თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას. ბუქარესტში, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში ასევე, საზეიმოდ გაიხსნება შოთა რუსთაველის ბიუსტი",- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებიან.