თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის თავის საქმიანობას აგრძელებს და ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ინფორმაცია საზოგადოებისთვის, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. ქართული ოცნების დამფუძნებელი ვარ, ამ გუნდში ვსაქმიანობ უკვე ბევრი წელია, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ", -განაცხადა კახა კალაძემ.