ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.
წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ჯივიპი 15.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად აახლებს, რაშიც კომპანია 21 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
,,წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ჯივიპის ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მასშტაბური რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად განახლდება 4,5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და 2 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა. პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, სამუშაოებს რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად ვატარებთ. ამ ეტაპზე ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ცაბაძის ქუჩიდან ფიფიას ქუჩამდე, პარალელურად ოთხ მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობენ.” - ზურაბ ალფაიძე, ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი "ჯივიპიმ" წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში უკვე გაახლა 6.5 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. რეაბილიტაციის შედეგად, დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.