თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების გამო ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება.
„წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების გამო 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.