დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, თბილისის ქუჩებსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა. ამის შესახებ , ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია: სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთში, კოჯორში, სოფელ დიდგორსა და მუხათგვერდში. სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული სოფელ ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში. იწმინდება ასევე, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო გზები.
იმისათვის , რომ არ შეიქმნას სატრანსპორტო გადაადგილების პრობლემა მუშაობა გრძელდება . პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.