საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ გზის საფარი დაზიანდა, რის გამოც 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა ბახტრიონის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს შეეხება.
„გზის საფარი უახლოეს დღეებში აღდგება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია დედაქალაქის ინფორმაციაში.