დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე (მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე) სახიდე გადასასვლელი ეწყობა, რის გამოც 18 და 20 აგვისტოს 06:00-დან 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შეზღუდვა შეეხება „თბილისი მოლიდან“ დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.