სამი დღის განმავლობაში, 9-10-11 აგვისტოს მატარებლები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არ იმოძრავებენ. შესაბამისად, შეწყდება რეისები დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით. ასევე წყდება სატვირთ მატარებლების მოძრაობაც.
როგორც რკინიგზის ცხელ ხაზზე გვითხრეს, მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია და ახალ ხაზებზე გადართვას უკავშირდება. მათივე თქმით, 12 აგვისტოდან მატარებლის მოძრაობა აღდგება და ბილეთებიც ჩვეულებრივ გაიყიდება.
ცნობილია ისიც, რომ მატარებლით გადაადგილება მგზავრებისთვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხაშურისა და ბორჯომის მიმართულებით.