თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 ნოემბრიდან დედაქალაქს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება.
ახალი მარშრუტების ჩამამონათვალი:
N421 მარშრუტი მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ურეკის ქუჩის გავლით, მოემსახურება ზღვისუბნის XI-III-IV მიკრო რაიონებს.
N441 მარშრუტი გადაადგილდება სოფელი დიდი დიღმის ცენტრიდან, ყაზბეგის, რუსთაველის და ფიროსმანის ქუჩების მიმართულებით.
N443 მარშრუტი სოფელი დიღმის ცენტრიდან მოემსახურება სოფელ დიდგორსა და თელოვანს.
N446 მარშრუტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით გადაადგილდება მაისურაძისა და ინგუშეთის ქუჩების მიმართულებით.
N454 მარშრუტი მოემსახურება ვარკეთილის III ამიკრო რაიონს მეტროსადგურ „ვარკეთილამდე და ამავდროულად ჩაანაცვლებს მარშრუტს N54.
N494 მარშრუტი მოემსახრუება მუხიანის აგარაკებში ვარდისუბნის ქუჩას მ/ს „ახმეტელის თეატრამდე“, ამავდროულად ჩაანაცვლებს მარშრუტს N104.