“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, 12 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. მომხმარებლებისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 სექტემბრის, ღამის 21:00 საათიდან 13 სექტემბრის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამტრედიის, აგლაძის, წყალტუბოს ქუჩა N1-4, მირცხულავას ქუჩა N10,12,14,16, ცაბაძის ქუჩა N1-4, ხოშარაულის ქუჩა N27, 29-ს, კოსმონავტების და დგებუაძის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.