სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს 10 ოქტომბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ), ბალანჩინის, ლუბლიანას, შალვა ერისთავის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, სოფელი წავკისის, მთაწმინდის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჭირნახულის, თვალჭრელიძის, 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთის, თრიალეთის, გახოკიძის, წულუკიძის და ორბელების ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), გეთიას, ჯანელიძის, ივერიელის, კასპის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, ჩახრუხაძის, ყავლაშვილის, შავთელის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, მანჯგალაძის, ხუდადოვის, ზაქრაძის, რკინიგზის, მესხის, სტურუას, არგვეთის და ტყეშელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.