თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო. აკადემიაში სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 20 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი.
ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეჩერებულია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე 4 პირი მოკლედ, ხოლო 1 - დაჭრეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოს მიერ, უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო დიპლომი გადაეცა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ 185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
65 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.
ქართველმა ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა მტკიცედ დადგა მშვიდობისა და განვითარების მხარეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.