საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უკრაინელი მეზღვაურებისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
პრეზიდენტის ადმინისტარციაში ადასტურებენ, რომ სამივე პირი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
„დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრანელი მეზღვაურები შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა.
ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 28 ნოემბერს დააკავეს.