jan-medi
ავერსი შნაიდერი

ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ღირებულება 191 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ერთი ოჯახისთვის სახლის გადაცემა დაახლოებით 112 ათასი ლარი დაჯდება. აღნიშნულ პროექტს "ანაგი" აშენებს.

კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მოინახულეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა, 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. მათ შორის უკვე სრულდება ქუთაისში 720 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 77 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ პროექტსაც ანაგი აშენებს.

დევნილთა განსახლების ახალი პროგრამა, 2023 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ერთდროულად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. მათ შორის თბილისში ისნის რაიონში 2,400 ოჯახისთვის შენდება საცხოვრებელი უბანი, რომლის მშენებლობის ღირებულებაც 244 მილიონი ლარია. პროექტს მთავრობის დაკვეთით კომპანია ანაგი აშენებს.

98