კიდევ 19 ჟურნალისტი უკანონო ფარული მოსმენა - მიყურადების და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობას ითხოვს. მათ უფლებებს ორგანიზაცია მედიაომბუდსმენი იცავს, რომელმაც თბილისის პროკურატურას განცხადებები უკვე წარუდგინა.
"საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა.
ე.წ. კრებსები მოიცავს ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა", - წერია განცხადებაში.
მათ შორის არიან, განმცხადებლებიც:
ნინია კაკაბაძე - უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი
დავით გამისონია - რადიო თავისუფლება
გელა მთივლიშვილი - მთის ამბები
თათია ხალიანი - ონლაინგამოცემა პუბლიკა
ლევან სუთიძე - ონლაინგამოცემა ტაბულა
მარიამ ლომაძე - ტელეკომპანია კავკასია
სალომე ჩადუნელი - ტელეკომპანია ფორმულა
გიორგი კიკაბიძე - ტელეკომპანია ფორმულა
ელისაბედ ციციშვილი - ტელეკომპანია ფორმულა
ლუკა ხაჩიძე - ტელეკომპანია ფორმულა
ნინო ვარძელაშვილი - ტელეკომპანია ფორმულა
გიორგი კვიჟინაძე - ტელეკომპანია ფორმულა
ნატა ქაჯაია - ტელეკომპანია პირველი
ნანუკა ქაჯაია - ტელეკომპანია პირველი
ვასილ დაბრუნდაშვილი - ტელეკომპანია პირველი
რუსუდან ჯაბანიშვილი - ტელეკომპანია პირველი
მაია მამულაშვილი - ტელეკომპანია პირველი
სესილი ბოკერია - ტელეკომპანია პირველი
ნატო გოგელია - ტელეკომპანია პირველი
ცნობისთვის, მანამდე, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი ითხოვდა, აქედან 2022 წლის 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა - მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში.