ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით გადაადგილება მაისიდან იქნება შესაძლებელი.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7კმ- იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა
ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო ათი გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია.
სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც ოთხ მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.