უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ელექტროსადგურის ექვსივე ენერგობლოკი მთლიანობას ინარჩუნებს. მათივე თქმით, დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები, თუმცა ენერგობლოკების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები მწყობრშია. რადიაციის ცვლილება არ ფიქსირდება. გააქტიურებულია ანტიკრიზისული შტაბი.
შეგახსენებთ, რომ ღამის განმავლობაში რუსებმა იერიში მიიტანეს ჟაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.