უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი რუსეთის კაპიტულაციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამას უკრაინის ხელისუფლება გაგებით მოეკიდება და დათანხმდება. მან ამის შესახებ "ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა.
"საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინაში ვართ. პრეზიდენტი, ქვეყნის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები, ყველა თავის სამუშაო ადგილზეა. ვიცით, ეს როგორი საწყენია რუსეთისთვის. მე ვურჩევ თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომ რუსული ხომალდის კვალს გაყვნენ, სანამ გვიან არაა. სხვათაშორის, უკრაინა რუსეთის კაპიტულაციას გაგებით მოეკიდება და დათანხმდება," - წერს ოლექსეი რეზნიკოვი.