ჩვენ ვცდილობთ, რომ გადავავადოთ ამ [ინდური] შტამის შემოსვლა ქვეყანაში. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ეს არის მხოლოდ დროის ამბავი, რადგან საქართველო იმყოფება იმ პროცესში, რაშიც მთელი მსოფლიოა და ჩვენე ერთად ვიბრძვით კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ღამის კურიერში განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ დავაგროვოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე ის ცოდნა, რომელიც შემდეგში მოგვცემს საშუალებას, რომ ეფექტურად ვმართოთ ამ ინფექციის გავრცელება ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ვირუსი ვრცელდება ძალიან სწრაფად და ის იწვევს საკმაოდ მძიმე გამოსავლებს, ხშირია ლეტალობის შემთხვევები ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა", - განაცხადა ტიკარაძემ.