თუ რუსეთს მიეცა საშუალება ამოსუნთვის და გარკვეული დრო მომზადებისთვის, ჩემი აზრით,შემდეგი : საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი იქნებიან - ამის შესახებ რუსმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა გენადი გუდკოვმა რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მოსაზრებაზე – უკრაინაში თუ პუტინმა წარმატებას მიაღწია, ის ბალტიის ქვეყნების მიმართულებით გააგრძელებს სვლას, მას განსხვავებული წარმოდგენა აქვს. ის ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება.
"დიახ, ასეც იქნება! ეს იგივეა, რაც დონეცკის და ლუჰანსკის საკითხი. ერთიდაიგივე მიდგომაა, ჯუჯა ქვეყნების შექმნის მცდელობის, რომლებიც შემდგომში - შემდეგი აგრესიისთვის იქნებიან გამოყენებული. საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში თუ პუტინმა წარმატებას მიაღწია, ის ბალტიის ქვეყნების მიმართულებით გააგრძელებს სვლას, ამაზე მე სხვაგვარი პოზიცია მაქვს , შეიძლება ისევ შევცდე, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ჩემს მიერ გაკეთებული უარყოფითი პროგნოზები, სამწუხაროდ მართლდება. მე ვფიქრობ, რომ უკრაინის შემდეგ არა ბალტიის ქვეყნები, არამედ საქართველო იქნება, საქართველოს შემდეგ შესაძლებელია ყაზახეთი აღმოჩნდეს სამიზნედ. თუ რუსეთს მიეცა საშუალება ამოსუნთვის და გარკვეული დრო მომზადებისთვის, ჩემი აზრით,შემდეგი : საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი იქნებიან. ამ ქვეყნებს არ აქვთ საერთაშორისო საზოგადოების და ნატოს დიდი მხარდაჭერა, ამ ქვეყნებში პუტინს უფრო ნაკლები საფრთხე ექნება, ვიდრე ბალტიის რომელიმე ქვეყანაში შეჭრის შემთხვევაში. იქონიეთ ეს მხედველობაში და ეს პრობლემა იარსებობს მანამ, სანამ პუტინი იქნება ხელისუფლებაში. პუტინის რეჟიმი ჩემს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებს მიიჩნევს პლაცდარმად შემდგომი არამეგობრული ნაბიჯებისთვის და დაპყრობისთვის." – განაცხადა გუდკოვმა.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ